ჩემი პროფესიის აწმყო Vol 2.0

Rostomi Kutchukhidze
2 min readMar 17, 2023

--

ჩათჭიპიტი

რამდენიმე თვის უკან მედიუმზე პირველი სტატია დამიწერია სადაც ჩემი პროფესიის აწმყოზე მიქადაგნია.

გიტჰაბის ახლადმეძუძურ კოპილოტსაც შევხებივარ.

თავად განსაჯეთ რამდენად ახლოს ვიყავი დღევანდელი აწმყოს ჭვრეტასთან:

მაგრამ დღეს საკუთარ თავს ვუტყდები რომ განვითარების ასეთი სისწრაფე ვერ წარმომედგინა.

ყველაფერი ჩათჭიპიტის გამოჩენით დაიწყო მაგრამ აღარ მოვყვები რა არის და რისი გაკეთება შეუძლია.
პირდაპირ პანიკურ შეკითხვაზე გადავალ რომელზეც ჩემი სუბიექტური შეხედულება ჩამომიყალიბდა.

ანუ? ჩაგვანაცვლეს დეველოპერები?

არ ჩამითვალოთ ქედმაღლობად და არ ვთვლი ეგრე.
ჩემი, როგორც დეველოპერის გადმოსახედიდან შევხედოთ:

როცა რაღაცის ნულიდან გაკეთება გინდა, პირველ რიგში საკუთარ თავში აჯამებ ძველ ცოდნას და ახალ გამოწვევებს, ჯერ არ იცი რა ჰკითხო ჩათჭიპიტის რომ ‘გასწავლოს’.

როცა გაიგებ, შენს მაგივრად კოდს მაინც ვერ დააწერინებ (თუნდაც ისე როგორც კოპილოტს რომელიც შენსავე ედიტორშია ინტეგრირებული) როგორც შენ გინდა. არ გასწრაფებს დეველოპმენტში და პირიქით, განელებს კიდეც.

აუტპუტი ჯერ კიდევ ‘დეველოპერებისთვისაა’… ნურავის ეწყინება მაგრამ კომპლექსური კოდი/ლოგიკა ჩაწვდომას საჭიროებს და ჩაწვდომის ელექსირი ჩათჭიპიტის არ გააჩნია რაც არ უნდა მაგრად დაღეჭოს საგანი. ის თქვენში უნდა იყოს და თქვენგან მომდინარეობდეს როდესაც მის დაგენერირებულ კოდს კითხულობთ. როგორც წესი ამ ელექსირს გამოცდილებას ვეძახით და ის წლების შრომის შედეგად მოდის.

კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი რამ: ჩათჭიპიტიმ რაც არ უნდა საოცარი, დალაგებული, დაღეჭილი რესურსები და კონტენტი დამიდოს, ჩემს გამოცდილებას ემატება მხოლოდ იმდენი რამდენიც ჩემს ტვინს შეუძლია.
კი ძმაო, საოცარი რესურსები და ახსნაა C++ სინტაქსის,
კი ძმაო, რაზეა ბაზარი, GoLang-ის გარჩევა უშენოდ გამიჭირდებოდა
მაგრამ ჩემი ტვინი კვლავაც იმ სიჩქარით ითვისებს სიახლეს როგორითაც ითვისებს.
იმისთვის რომ რაღაც საკითხი ჩემს გამოცდილებას მივამატო, ის ჩემში უნდა დაილექოს დროთა განმავლობაში როგორც განგრძობითი პროცესის შედეგი.
ტრილიონი აბზაცი რომ წავიკითხო ერთ დღეში რასაც ჩათჭიპიტი მაძლევს, სინამდვილეში მე კვლავაც ვიღებ იმდენს რამდენიც შემიძლია!

და ბოლოს — ტვინის რომელიღაცა ქვედა უჯრედი მეძახის რომ “ბოლომდე ვერ ენდობი, გადაამოწმე, შედი სტაკოვერფლოუზე, ეს როგორ დატრენინგდა დატაზე რა იცი… ხალხის ინტერაქციას მიაქციე ყურადღება.”
რაც არ უნდა სრულყოფილი ტვინნაჟური დადოს, ადამიანის მიერ იმპროვიზირებულისგან მაინც განსხვავდება. ისევ ის ‘ტვინის ქვედა უჯრედი’ მეუბნება ამას და ვგრძნობ რომ არ მატყუებს. და ბეეევრი წლის შემდეგაც ასე იქნება.

ჩათჭიპიტი ევოლუციაზე ტრენინგდება, მაგრამ ადამიანი ევოლუციას განიცდის.

--

--

Rostomi Kutchukhidze

მიყვარს მიმების კეთება. ასევე საკუთარ კომპიუტერსა და Google Drive-ში დროგამოშვებით ფაილებისა და ფოლდერების გადალაგება-გადმოლაგება.