“Mike Embodies that spirit, more than either one of us”

Rostomi Kutchukhidze
3 min readJan 8, 2024

--

იურისტები ჰარვი და ლუისი საუბრობენ თავიანთ თაღლით დამხმარეზე

ყველა სერიალი ბრიქინგ ბედივით მაგარი არ არის.

არსებობენ სერიალები რომლებსაც მაგარი დრამატურგია აქვთ და დანარჩენი არც ისე კარგი (ქასთი ან ფერები ან მონტაჟი).

არსებობენ ისეთი სერიალები სადაც კარგი ქასთი მაგრად თამაშობს მაგრამ დრამატურგიაა გლახა.

არსებობენ ისეთი სერიალები რომლებიც დროზე რომ ვერ დამთავრდნენ მაგიტო გაფუჭდნენ.

ისეთებიც, რომლებიც პიკის მიღწევამდე გაქრნენ ეთერიდან — არადა უეჭველი მიაღწევდნენ…

მოკლედ

ყველა სერიალში არსებობს რაღაც რაც უნდა ამოიღო და თქვა რო “აი ამის გულიზა გადაიღეს ეგი”. ან შეიძლება არც გადაუღიათ ამისთვის მაგრამ უბრალოდ შენთვის იყოს მნიშვნელოვანი.

ამ სერიალში ზემოთ რომ მაქვს დალინკული, ამ მომენტმა დამაფიქრა.

არაფერი განსაკუთრებული სერიალი არ არის, იურისპრუდენციაზეა, ძალიან გაგალივუძებული, ნამდვილ იურისტს გაეცინება ამათ დრამატურგიაზე. ქასთიც არ არის ვაიმე უცნობილესები (მეგან მარკლს თუარ ჩავთვლით რომელიც სარფიანად გათხოვდა).

მაგრამ ერთი ასეთი მომენტია:

ერთ იურისტს (სახელად ჰარვის) დამხმარედ ჰყავს აყვანილი თაღლითი (სახელად მაიკი), მეორე იურისტი (სახელად ლუისი) ამაში გამოიჭერს, და გადაწყვეტს საჯარო სიტუაციაში გატისკოს ეს თაღლითი დამხმარე (მაიკი).

ჰარვი დაელაპარაკება ლუისს და ესეთ რამეს ეუბნება:

კი, ითაღლითა, ბაზარი არაა პრო*ია, მარა მე არ მაინტერესებს ქაღალდზე რა ნიშანი ჰყავდა და რა გააყალბა, ობში შოტში ‘იურისტიაო’ და ამას შენც ხვდებიო.

ლუისმა შენ შ*გ ხოარ გაქო, იურისტმა კანონი დაარღვიაო, პრინციპის ამბავიაო, კანონის არსი რაც არის ის შებღალაო.

ჰარვიმ, კი ვიცი რო ეგ ქნაო, მარა კანონის სულისკვეთებაზე რას იტყვიო? მაიკი კანონის სულისკვეთების იმაზე უფრო კარგი განსხეულებაა ვიდრე რომელიმე ჩვენგანიო.

მისთვის ვინც ამ სერიალს არ უყურებს უცხო იქნება მომენტი მაგრამ, ჰარვი აროგანტი პერსონაჟია, პირველობაზე სამართლიანი პრეტენზია აქვს და თაღლითის ავტობუსის ქვეშ შეგდებას უფრო ელოდება მაყურებელი ვიდრე მისგან იმის აღიარებას რომ თავის დამხმარეში იურისტის უკეთესი სულისკვეთება დაინახა ვიდრე თავის თავში (რაშიც მართალია). და სწორედ ამიტომ აიყვანა დამხმარედ მიუხედავად იმისა რომ პირველივე წუთიდან იცოდა რომ თაღლითი იყო.
და არც თავის რეპუტაციას უნდა რისკავდეს თაღლითის გულისთვის. (წესით).

ამან საკუთარ პროფესიაზე და საკუთარ თავზე დამაფიქრა.

“რას ვხედავ საკუთარ თავში?”
“საკუთარ პროფესიაში რას ვხედავ? აქვს პროგრამირებას სული?”

ლაუდა

Who embodies the spirit of programming?

ამ კითხვაზე პასუხი ჩემი თავი არ იყო და ამან დამაღონა.
ნუ შეიძლება ითქვას შეუსვენებლად მუშაობის რამდენიმეწლიან გადაბმაში იმაზე ფიქრის დრო არასდროს არ მიმიცია საკუთარი თავისთვის თუ რას ვაკეთებდი, და დაზუმულად ჩემი კარიერის გზას არ დავკვირვებივარ.

საბედნიეროდ ვიცნობ ადამიანებს ვინც ნამდვილად არიან პროგრამირების სულის განსხეულება.

მაგრამ ზოგადად პროგრამირების სული სამყაროს ზუმიდან ძალიან შეცვლილად ჩანს.
ნუთუ პროგრამირება მხოლოდ მაღალანაზღაურებადი ფუფუნების პროფესიაა რომელიც კორპორაციათა პრობლემებისა და მიზნების მოსაგვარებელ ხელსაწყოდ იქცა?

ვინმე არის ვინც პროგრამირების სულს განასახიერებს?
ილონ მასკი?
არა.
ბილ გეითსი?
არა რათქმაუნდა.
სტივ ჯობსი?
არა.

როგორც იურისპრუდენციის სულს არ განასხეულებს ჰარვი სპექტერი (ზემოთ ვიდეოში უფრო სიმპატიჩნი რომელიცაა) ისე არ განასხეულებს ეს ხალხიც პროგრამირებას.

მათთვის პროგრამირება გამარჯვების, ფულის შოვნის, პირველობის, ჰეროიკული მიზნების მიღწევის საშუალებაა ისევე როგორც ჰარვი სპექტერისთვის იურისპრუდენცია. მას მხოლოდ გამარჯვება და დიდების მოხვეჭა აინტერესებს მაშინ როცა ლუისი (მეორე იურისტი) და მაიკი (თაღლითი დამხმარე) იურისპრუდენციას როგორც იდეას და სულს ისე უყურებენ.

იცით ვინ განასხეულებს პროგრამირების სულს?
ლინუს ტორვალდსი.
მიკო ჰიპონენი.
(ცხონებული) კევინ მიტნიკი.

ახლა მთავარი კითხვა:
მე რას ვშვრები?

ჩემს თავს დავუფიქრდი და მივხვდი რომ პროგრამირების სწავლა თავიდან მართლაც მხოლოდ იმის გამო დავიწყე რომ მომწონდა, მიყვარდა, მევასებოდა კოდის წერა და დალანჩვა.
დროთა განმავლობაში მიზანი და სიყვარული დავკარგე და ამან ჩემი განვითარებაც შეანელა, რაც ბუნებრივია, რადგან თუ მიზანს და შინაარსს კარგავ ჩვეულებრივი კორპორაციული კოდერი ხდები და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია.

ამ ‘პრაზდნიკებმა’ საშუალება მომცა მეფიქრა რას ვაკეთებდი ბოლო რამდენიმე წელი და მგონი უკვალოდ არ ჩაუვლია.
ნელ-ნელა შევეცდები ჩემში პროგრამირების სულისკვეთება ჩავინერგო და განვასხეულო. ეს შეიძლება კარგად გამომივიდეს, შეიძლება ცუდად.
მაგრამ თუ არ ვცადე რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად დავიტანჯები და ამაზე ახლა რომ არ მეფიქრა, რამდენიმე წლის შემდეგ ისიც არ მეცოდინებოდა კონკრეტულად რა ჯანდაბა მღრღნის.

მისურვეთ წარმატება.

--

--

Rostomi Kutchukhidze

მიყვარს მიმების კეთება. ასევე საკუთარ კომპიუტერსა და Google Drive-ში დროგამოშვებით ფაილებისა და ფოლდერების გადალაგება-გადმოლაგება.