ჩემი პროფესიის აწმყო

Rostomi Kutchukhidze
3 min readJan 17, 2022

--

როცა სკოლაში ვსწავლობდი, ლიტერატურის სახელმძღვანელოში იყო ერთი ანალიტიკური სტატია (თუ შეიძლება ასე დაერქვას) “წიგნი თუ კომპიუტერი”. მისი მთავარი დედააზრი იყო ის რომ კომპიუტერი მოკლავდა წიგნს.

წლის ბოლოს ყველა და ყველაფერი რაც მონაცემებს ითვლის სტატისტიკასაც აქვეყნებს ხოლმე როგორც წესი.
რა თქმა უნდა მაინტერესებს ხოლმე როგორ ჩაიარა წელიწადმა ციფრებში, იუთუბიდან, იუდემიდან, სტაკოვერფლოუდან, პორნჰაბიდან და კრიპტომარკეტიდან მოყოლებული ყველაფერს ერთიანად მოვასქროლებ ხოლმე და ზოგზე “ნწ ნწ ეს რა დაგვმართა კაცო პანდემიამ” და ზოგზეც “ო, ო, კაია, მასე განაგრძეთ” განწყობის კომენტარებს ვაკეთებ ჩემთვის ჩუმად, გულში.

რა თქმა უნდა ბოლოს ვებში მიმავალ ტრენდებს რომ არ გადავხედო ეგრე არ გამოვა (ეს, უბანია კალდუნ!).

ვებ-დეველოპმენტში ერთი ტრენდია აღმავალი წლიდან წლამდე:
CMS-ების როლის წარმოუდგენლად იზრდება.
ეს ერთის მხრივ კარგია: ლენდინგ ფეიჯის გასაკეთებლად “პროგრამისტის დაქირავება” უფრო იშვიათი სანახაობა გახდება. 80, 90-იანებში დაბადებული ეკონომიკურად აქტიური და ტექნიკურად უფრო განვითარებული თაობა თავისი მცირე ბიზნესისთვის ან სტარტაპისთვის ვებგვერდს თვითონ გააკეთებს WordPress-ში, ან Wix-ში. თავის გემოზე. არც პლაგინის დაყენება შეეშლება და არც ინგლისური.
ვებ დეველოპერებსაც, რომლებიც ფიქრობენ რომ მათი “პატალოკი” ვორდპრესი არ არის (💅) და სუფთა ფურცლიდან კოდის წერის ამბიცია უდუღთ, უნებლიე შეურაცხყოფა აღარ მიადგებათ.

CMS სისტემების სტატისტიკა 2021

ანუ რა გამოდის? გვანაცვლებენ?

არა ძმებო და დებო. არავინ გვანაცვლებს. პირიქით, “პატალოკი” მაღლა იწევს. აჰა კლავიატურა და აჰა VS Code… ვწეროთ რამდენიც გვინდა.

ლოგიკის წერა ჯერაც ჩაუნაცვლებელი საქმიანობაა, თუ CMS სისტემებმა ლამაზი ჩონჩხი (და მცირე ბექენდიც) ადვილად სამართავი გახადეს მასსებისთვის, კოდის შინაგანი ლოგიკური ნაწილის წერა ჯერაც ვიწრო პრეროგატივაა, Custom ლოგიკის ასაწყობად ჯერაც “პროგრამისტებს დაიქირავებენ” და ეს კარგა ხანი ასე იქნება. ნუ მანამდე მაინც სანამ GitHub Copilot იმდენად არ დაიხვეწება რომ GitHub Pilot გახდება და რეაქტიულ თვითმფრინავში ადგილებს გაცვლით.

ეს უბრალოდ autocomplete-ია და ისიც ბეტა ვერსია, მეტი არაფერი. თუ რაიმე ბიბლიოთეკას პირველად არ ვიყენებ როგორც წესი გამორთული მაქვს ხოლმე. მისი ერთადერთი დანიშნულება ამ ათწლეულში დეველოპერის დროის დაზოგვა იქნება, მეტი არაფერი.
ამაზე უფრო შორს ამ ეტაპზე ვერ წავა.
მაგრამ აუცილებლად დადგება დრო (არ ვიცი როდის 🙂) როცა ამგვარ AI თულებს ისეთივე საჯარო გამოყენება ექნება როგორც CMS სისტემებს აქვს დღეს.
BTW, მე მომწონს Github Copilot… მცირე კომპონენტის ან მცირე პროექტის ლოგიკურ ნაწილს უცბად მოგამთავრებინებს თუ სწორ ლოგიკურ მიმართულებას მისცემ.

ახლა უნდა შევშფოთდეთ?

არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ “პატალოკი”.

როგორ?

როგორც წესი ვებ დეველოპმენტში შემოსული მოგზაური ჯავასკრიპტს ვერცერთ ვარიანტში ვერ ასცდება. ეს კი მთავარი ტრამპლინია იმისკენ რომ:
1) დაეუფლოთ Back End მიმართულებას (nodejs, express)
2) შეისწავლოთ მონაცემთა ბაზების არქიტექტურა (mongo, postgre)
3) გადახვიდეთ Desktop App-ების წერაზე (Electron JS)
4) შეისწავლოთ Gaming Development.

თუ მუღამში შეხვალთ სავარაუდოდ არ გაჩერდებით და გააგრძელებთ:
5) DevOps
6) AI, ML & IoT
7) BlockChain

ამასობაში მეტავერსი და მარსისკენ მიმავალი ექსკურსიებიც წამოგვეწევა და ახალი შესაძლებლობებიც გაგვიჩნდება.

მოკლავს თუ არა თვითსწავლადი AI სისტემები coding-ს?
არა მგონია. არც კომპიუტერს მოუკლავს წიგნი, უბრალოდ სახე უცვალა მის გამოყენებას და დანიშნულებას.
მგონია რომ პროგრესის მატარებელს რაც შეიძლება მალე უნდა შევახტეთ და ის სისტემები განვავითაროთ რაც იმ სისტემებს განავითარებს რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ.

საერთო ჯამში ეს ყველაფერი იმას მოიტანს რომ ადამიანების ცხოვრებაში ციფრული იარაღები გახდება ასწრაფების, ეფექტურობის, გაიაფების და წყაროს გაღიავების საწყისი იმაზე უფრო ჩქარა ვიდრე დღეს არის.
უკვე გვაქვს უფასო და ღია ოპერაციული სისტემები (მაგალითად Linux-ის დისტრიბუტივები), გვაქვს იაფი და ხელმისაწვდომი CMS სისტემები (რომლებზეც ზემოთ მოგახსენებდით), გვაქვს ვებ და მობაილ პლატფორმები რომლებიც ნებისმიერი ჩვენგანის პროფესიულ ცხოვრებას (მიუხედავად იმისა ვართ თუ არა Tech სფეროში) უფრო პროდუქტიულს და სწრაფს ხდის.

ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენგან მხოლოდ იმას მოითხოვს რომ არ ჩამოვრჩეთ.
გავაგრძელოთ განვითარების პროცესი და “პატალოკის” აწევა არ შევწყვიტოთ.

--

--

Rostomi Kutchukhidze

მიყვარს მიმების კეთება. ასევე საკუთარ კომპიუტერსა და Google Drive-ში დროგამოშვებით ფაილებისა და ფოლდერების გადალაგება-გადმოლაგება.